გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე, ცხინვალის "ლიახვსა" და საქართველოს მთავრობის წევრებით დაკომპლექტებულ გუნდ "თბილისს" შორის ამხანაგური შეხვედრის მეორე ტაიმი მიმდინარეობს.
მეორე ტაიმში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც 10 ნომრით თამაშობდა სამთავრობო გუნდის შემადგენლობაში, ცხინვალის "ლიახვის" გუნდში გადავიდა.
შეხვედრის მეორე ტაიმის დაწყებიდან პირველივე წუთზე, უკვე 6 ნომრით, მწვანე მაისურით მოთამაშე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის გუნდის კარში, "ლიახვის" სასარგებლოდ პირველი გოლი გაიტანა და ანგარიში დაფიქსირდა 2:1. პირველ ტაიმში ანგარიში იყო 2:0 "თბილისის" სასარგებლოდ. ხოლო შეხვედრის მეორე ნაწილის მე-5 წუთზე 6 ნომრის მაისურით მოთამაშე ღარიბაშვილმა მეორე გოლი გაიტანა. ამ დროისთვის ანგარიშია 2:2.