გორის ცენტრალურ სტადიონზე ცხინვალის “ლიახვსა” და "თბილისს" შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი იმართება.
„ეს არის ძალიან კარგი იდეა. ეს არის უფრო მეტი, ვიდრე სპორტი. იდეა ორი თვის წინ დაიბადა. შევიტყვე, რომ ჩვენ ძმებ ოსებს სურდათ ჩამოსვლა და მათი კარიერის ჩვენთან გაგრძელება. ამ ინიციატივას მივესალმეთ. გადავწყვიტეთ, ჩვენ ოს ძმებთან გავმართოთ ძალიან მეგობრული და თბილი თამაში. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რომ აღდგეს ნდობა ჩვენ ძმებ ოსებს და ქართველებს შორის“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“თბილისის” შემადგენლობაში ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად ითამაშებენ - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და მთავრობის სხვა წევრები.
რაც შეეხება ცხინვალის "ლიახვს", გუნდი ძირითადად ცხინვალიდან ჩამოსული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.