რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს როსტოვის ოლქში პოლიგონებზე მყოფი სამხედროების მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება დაავალა.
როგორც პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, თავდაცვის მინისტრმა უმაღლეს მთავარსარდალს სწავლების დასრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც პუტინმა სამხედროების დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების ბრძანება გასცა.
საუბარია 17,6 ათას სამხედროზე, რომლებიც სამხედრო სწავლებას როსტოვის ოლქში გადიოდნენ.