15:00 საათზე ქალაქ გორში, ცენტრალურ სტადიონზე ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართება. ერთმანეთს ცხინვალის “ლიახვი” და "თბილისი" შეხვდებიან.
“თბილისის” შემადგენლობაში ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად ითამაშებენ - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და მთავრობის სხვა წევრები.
რაც შეეხება ცხინვალის "ლიახვს", გუნდი ძირითადად ცხინვალიდან ჩამოსული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.