ერაყის ხელისუფლება აშშ-ს თხოვნით მიმართავს, სახმელეთო ჯარებით გაუწიოს დახმარება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში.
"ბიბისის" ინფორმაციით, ჯიჰადისტთა დაჯგუფება ერაყის დასავლეთით მდებარე პროვინცია ანბარის დედაქალაქ რამადიზე ახორციელებს თავდასხმებს და ქალაქში მდებარე სამხედრო ბაზები დაიკავა.
ანბარზე კონტროლის დამყარებით "ისლამური სახელმწიფო" სირიასა და ერაყის ტერიტორიების ნაწილს დაიკავეს და ბაღდადზე თავდასხმების გააქტიურებას შეძლებს.
აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიაშეტევების შედეგად "ისლამურმა სახელმწიფომ" ვეღარ შეძლო კონტროლის დამყარება კაშხალ ჰადიტაზე.