დონეცკის ე.წ. პრემიერი - დონეცკიდან მძიმე არტილერიის გაყვანა დაიწყება

დონეცკის ე.წ. პრემიერი - დონეცკიდან მძიმე არტილერიის გაყვანა დაიწყება

დონეცკის ე.წ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, დაპირისპირებული მხარეების საკონტაქტო ხაზიდან მძიმე არტილერიის გაყვანა ხუთ დღეში დაიწყება. ამის შესახებ "დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის" ე.წ. პრემიერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ განაცხადა.

"სიჩუმის რეჟიმი" უნდა დაიწყოს და თუ ეს რეჟიმი 5 დღის განმავლობაში ამოქმედდება, ორივე მხარის მიერ დაიწყება მძიმე არტილერიის გაყვანა", - განაცხადა ზახარჩენკომ.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში განმეორებით ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ე.წ. სიჩუმის რეჟიმი. დონეცკის ე.წ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოსგან არ მიუღიათ განკარგულება "სიჩუმის რეჟიმის" შემოღებაზე.