რაჭის შესასვლელთან საპატრულო პოლიცია ავტომანქანებს ამოწმებს

რაჭის შესასვლელთან საპატრულო პოლიცია ავტომანქანებს ამოწმებს

რაჭის შესასვლეთან საპატრულო პოლიცია მოქალაქეთა მანქანებს ამოწმებს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პოლიცია რაჭისკენ მიმავალ ყველა ავტომანქანას ამოწმებს. შემოწმების მიზეზად, სამართალდამცველები რაჭის ტერიტორიაზე შავი ყურძნის შეტანის მცდელობის აღკვეთას ასახელებენ.

კერძოდ, როგორც ამბობენ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოდან რაჭაში შეაქვთ შავი ყურძენი, რომელიც "ხვანჭკარის" ჯიშად საღდება და ადგილობრივი იშვიათი ჯიშის ყურძნის ფასად ყიდიან. შემოწმებები სწორედ ამას უკავშირდება.