აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში გასული დღე-ღამის განმავლობაში "ბოევიკები" ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას აგრძელებენ.
უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში "ბოევიკებმა" სულ მცირე 30-ჯერ გახსნეს ცეცხლი უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციების მიმართულებით, მათ შორის დასახლებულ პუნქტებში.
ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის მარიუპოლში და სხვა ახლომდებარე რაიონებში ვითარება სტაბილიურია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადების შემდეგ "ბოევიკებმა" შეთანხმება სულ მცირე 1 300-ჯერ დაარღვიეს.