რა ელის სააკაშვილის ძმას-გადახარჯა თუ არა იუსტიციის სკოლამ ფული

რა ელის სააკაშვილის ძმას-გადახარჯა თუ არა იუსტიციის სკოლამ ფული

საქართველოს პარლამენტი იუსტიციის სკოლის მუშაობის იმ პერიოდის სესწავლას იწყებს, როდესაც სკოლას საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა იუსტიციის სკოლის ხარჯების შესწავლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ორგანიზაციამ ბიუჯეტის გაზრდა მოითხოვა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, იუსტიციის სკოლისთვის ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 1 200 ათას ლარი გამოიყოფა, რომელიც მოსამართლეთა გადამზადებას უნდა მოხმარდეს. ქუცნაშვილი ამბობს,რომ ამ თანხით სკოლამ გასულ წელს მხოლოდ 15 მოსამართლის გადამზადება მოახდინა, რაც ნიშნავს იმას ,რომ ერთ მოსამართლეს გადამზადებისთვის წლიურად 80 ათასი ლარი სჭირდება. მოკვლევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ისუტიციის სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი და მიხეილ სააკაშვილის ძმა. დავით სააკაშვილი ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბრისას აცხადებს, რომ პროცესები ორგანიზაციაში კანონის სრული დავით მიმდინარეობდა და სკოის ბიუჯეტი არა 1 200 ათასი ლარი არამედ 900 ათასი ლარი იყო. დავით სააკაშვილი კითხვების არსებობის შემთხვევაში პასუხების გასაცემად მზადყოფნას გამოთქვამს.

"მე როგორც მახსოვს იყო სადღაც 900 ათასი და ის სრულად ჰყოფნიდა ჩვენი საქმის განხორციელებას. თუ გადაავლებენ თვალს საბუთებს ყველაფერი იქ არის გაწერილი თუ რაში იხარჯებოდა ორგანიზაციისთვის გამოყოფილი ტანხა და როგორ წარმატებით ვახორციელებდით საქმიანობას ეს სხვათაშორის თავად მოსამართლეებსაც შეგიძლიათ ჰკითხოთ,"-აცხადებს დავით სააკაშვილი "მაესტროსთან" საუბარში.

დავით სააკაშვილი იუსტიციის სკოლას 2002-2012 წლებში ხელმძღვანელობდა.