ნორა კვიციანი კოდორის ხეობის სპეცოპერაციის საქმეში არსებულ დეტალებზე საუბრობს

ნორა კვიციანი კოდორის ხეობის სპეცოპერაციის საქმეში არსებულ დეტალებზე საუბრობს

ემზარ კვიციანის და  ნორა კვიციანი  კოდორის ხეობის სპეცოპერაციაზე გაზეთ „ქრონიკა+"-თან საუბრობს და აცხადებს, რომ „პროკურატურას უნდა, ისე აჩვენოს, რომ თავდაცვის სამინისტროს ხალხი არ იყო ხეობაში და სპეცოპერაცია ვითომ პოლიციამ ჩაატარა".

„რატომღაც, პროკურატურას უნდა, ისე აჩვენოს, რომ თავდაცვის სამინისტროს ხალხი არ იყო ხეობაში და სპეცოპერაცია ვითომ პოლიციამ ჩაატარა. არ გამოსდის მაინც არაფერი. იქ მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ჯარი და ტექნიკა რომ შემოვიდა, ეს ბევრი ფაქტით მტკიცდება, ამიტომ არაფერი გამოსდით და პროკურატურის მიერ მოყვანილი მოწმეები ერთმანეთის გამომრიცხავ ჩვენებებს აძლევენ: რომ ხეობაში შესული იყო სენაკისა და კოჯრის ქვედანაყოფები, ამას თავისი ჭკუით უარყოფენ და ამბობენ, რომ იქ იყო მარტო პოლიციის სპეცნაწილები, ამ დროს კი სწორედ რომ ჯარი შევიდა.

რაც შეეხება ქრონოლოგიას: გადმოსხეს დესანტი მთელ ხეობაში და თვითმფრინავიდან დაიწყეს დაბომბვა. დაბომბვითვე შემოვიდნენ სოფელ ჩხალთაშიც. ამ დროს მე ვიყავი სახლში მარტო. ხმა რომ გავიგე და გამოვედი, თვითმფრინავი უკვე სახლის თავზე შემოფრინდა და ჩემს ეზოში ჭურვმაც იფეთქა. აფეთქების ტალღამ მიწაზე მიმაგდო. მეორე ჭურვი სოფლის ცენტრისკენ წავიდა, სადაც ჩემი ბიჭი და სხვა ახალგაზრდები იმყოფებოდნენ. მდგომარეობა სახიფათო იმითაც გახლდათ, რომ იქ საწყობები იყო განთავსებული, სადაც დიდი რაოდენობით ტყვია-წამალი და იარაღი ინახებოდა. ამ საწყობების აფეთქება უდიდეს მსხვერპლს და გამოუსწორებელ ზიანს მოიტანდა ხეობაში. სოფლები რომ იბომბებოდა, ტყეში გავიქეცით მოსახლეობა. ამის მერე ტყის დაბომბვაც დაიწყეს.

რაც შეეხება დაზარალებულებს: პირველ სასამართლოზე მოიყვანეს ექვსი ვითომ დაზარალებული და ემზარმა დაუმტკიცა მათ, თუ რის გამო იყვნენ დაჭრილები და ამაში ჩვენი მხრიდან არანაირი წვლილი არ იყო", - აცხადებს ნორა კვიციანი.