TV3 რვა ჟურნალისტმა დატოვა

TV3 რვა ჟურნალისტმა დატოვა

TV3-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, იმედა დარსალია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არხი ჟურნალისტების მთელმა შემადგენლობამ დატოვა. როგორც „პირველ რადიოს“ იმედა დარსალიამ განუცხადა, TV3-დან 8 ჟურნალისტი წავიდა, დანარჩენი შემადგენლობა კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მისი თქმით ამ ჟურნაისტებმა თავად მიმართეს თხოვნით სხვა არხზე გადასვლასთან დაკავშირებით შეწყვეტილიყო მათი შრომითი ხელშეკრულება TV3-თან.

„არ ვადასტურებ გავრცელებულ ჭორს თითქოს რაღაც ბუნტია ჩვენთან. ეს არის ტყუილი. ალბათ საუბარია იმაზე და არასწორად გაიგეს, რომ 8 ჟურნალისტი გავათავისუფლე დღეიდან სამსახურიდან. ეს მათი სურვილით მოხდა. ისინი გადადიან TVS-ზე. ახალი ტელევიზია კეთდება და იქ გადადიან. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობს. ვგეგმავთ რაღაც სიახლეებსაც“,-განაცხადა იმედა დარსალიამ „პირველ რადიოსთან“