კახა კახიშვილს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ, ოფიციალურად, 13 ოქტომბერს დანიშნავენ

კახა კახიშვილს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ, ოფიციალურად, 13 ოქტომბერს დანიშნავენ

კახა კახიშვილს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ, ოფიციალურად, 13 ოქტომბერს დანიშნავენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად კახიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე რეკომენდატორს ვერ დაასახელებს და ვერც კომენტარს გააკეთებს. "დამატებით კომენტას ორშაბათს გავაკეთებ", - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

კახიშვილი ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაცია "საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის" დირექტორად მუშაობდა.