რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უმჯობესია, მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება დროებით შეაჩეროს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მინსკში, დსთ-ს სამიტზე განაცხადა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, ევროკავშირთან და უკრაინასთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად, 2015 წლის 31 დეკემბრამდე მოხერხდა ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილის ამოქმედების გადავადება.
"მოლდოვას ხელისუფლებას ასეთივე ვარიანტი შევთავაზეთ, თუმცა თანხმობა არ მიგვიღია", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, მოლდოვას პრეზიდენტის ნიკოლაე ტიმოფტის თქმით, კიშინიოვი რუსეთთან თანამშრომლობისა და სანქციების გაუქმების გზების პოვნას შეეცდება.