უკრაინის აღმოსავლეთით ვითარება შესაძლოა, უახლოეს დღეებში მკვეთრად გაუარესდეს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ , ალექსანდრ ვერშბოუმ "დოიჩე ველესთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ძალიან არასტაბილური ვითარებაა. გარკვეულ რაიონებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვევა და უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ვითარების სერიოზული გაუარესება", - აღნიშნა ვერშბოუმ.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, რუსეთმა სეპარატისტებს უნდა განუმარტოს, რომ მხარს არ უჭერს 9 ნომბრისთვის დაგეგმილ არჩევნებს, რადგან ეს არჩევნები არალეგიტიმური იქნება.
ალექსადნრ ვერშბოუს განცხადებით, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის "გაყინვას" ცდილობს და არსებობს სერიოზული რისკები, რომ ის ამას მოახერხებს.