ბოლო 10 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა ის, რაც ჭიკაიძემ ერთ წელიწადში გააკეთა

ბოლო 10 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა ის, რაც ჭიკაიძემ ერთ წელიწადში გააკეთა

საზღვრის დაცვის პოლიცია მუშაობს ძალიან ეფექტიანად და ბოლო 10 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა ის, რაც მინისტრმა ჭიკაიძემ ერთი წლის განმავლობაში გააკეთა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"მინდა განვმარტო, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების უკეთ დაცვას, საქართველოში მიგრაციული პროცესების ეფექტურად მართვას. საზღვრის დაცვის პოლიცია მუშაობს ძალიან ეფექტიანად და ბოლო 10 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა ის, რაც მინისტრმა ჭიკაიძემ ერთი წლის განმავლობაში გააკეთა. 11 ახალი სასაზღვრო სექტორი იხსნება მოკლე პერიოდში, მესაზღვრეებს გაეზარდათ ხელფასი, ძალიან ბევრი ეფექტიანი პროექტი განახორციელეს. ეს ყველაფერი შექმნის ძალიან კარგ სურათს, რომ ჩვენი ქვეყნის სანდოობა გაიზარდოს, იყოს მეტი უსაფრთხოება და უფრო დაცული იყონ ჩვენი მოქალაქეები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.