თბილისში, დიღმის ტრასაზე, "კარფურთან" ახლოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა გოგონა ემსხვერპლა. გოგონა მეგობარ ბიჭთან ერთად მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როდესაც ისინი სატვირთო ავტომობილს შეეჯახნენ. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ბიჭი კი მძიმე მდგომარეობაშია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.