საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, დედაქლაქის მერის სახელფასო დანამატებთან დაკავსირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს."პირველ რადიოსთან" საუბრისას, ელისაშვილი აცხადებს, რომ დედაქალაქის მთავრობა მოსახლეობის "სიტყვაში მოტყუებას" ცდილობს. ელისაშვილის განცხადებით, დანამატებსა და პრემიებს სჯობს მოსახლეობამ იცოდეს რამდენი აქვს ანაზღაურება მაგალითად ვიცე-მერს და ამისთვის აღარ გახდება საჭირო დანამატები. ელისაშვილი მიმდინარე პროცესს "საბავშვო ბაღს" უწოდებს.
"რა თქმა უნდა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მომუშავე პირს არ უნდა ჰქონდეს ისეთი ანაზღაურება რომ ბავშვის ფეხსაცმლი უნდა უყიდონ თუ არა, მაგრამ მე არ მომწონს,როდესაც ვითომ ჭკუაში გვატყუებენ . დაარქვან ხელფასი და იყოს გასაგები ფიქსირებული ხელფასი. დანამატი , ვითომ პრემია და ასე შემდეგ, აი ეს საბავშვო ბაღი არ მომწონს. თქვან რომ ვიცე მერი იღებს ხელფასს 5 ათას ლარს და მორჩა და გათავდა. 3 ათასი ხელფასი და 3600-ი დანამატი ეს არ მომწონს. არასერიოზულია , სიტყვაში მოტყუებაა და თან არც ვტყუვდებით, მოკლედ ძალიან არასერიოზული ამბავია რა. მერიის თანამაშრომელთა ნაწილი კარგად მუშაობს, ნაწილს ხელფასსაც არ მივცემდი საერთოდ, მაგრამ ეს სხვა თემაა. რაც შეეხება ანაზრაურებას, მათ ანაზრაურება უნდა ჰქონდეთ მაღალი, იმიტომ,რომ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს აკეთებენ, ტენდერებია მათ ხელში მრავალმილიონიანი და ასე შემდეგ, მაგრამ ასე სიტყვაში მოტყუება არის არასერიოზული. გამოვიდნენ და თქვან , რომ ვიცე-მერს ხელფასი სჭირდება 5000 ლარი, მაგრამ ამას გამბედაობა უნდა,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა "პირველ რადისოთან" საუბრისას.
257
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85