შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო საქართველოში პროდუქციის საწარმოო განვითარებაზე მუშაობს

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო საქართველოში პროდუქციის საწარმოო განვითარებაზე მუშაობს

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო საქართველოში ხორცის, რძისა და თაფლის პროდუქციის საწარმოო განვითარებაზე მუშაობს , - ამის შესახებ ორგანიზაციის რეგიონული ოფისის დირექტორმა რუდოლფ შოხიმ ბათუმში მიმდინარე პრეზენტაციის დროს განაცხადა.

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ მერსი კორთან ერთად ერთობლივი პროექტის, "მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა", პრეზენტაცია გამართა.

როგორც რუდოლფ შოხიმ განმარტა, აღნიშნულ პროექტს შვეიცარიის მთავრობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში 15 წელზე მეტია აფინანსებს.

"შვეიცარიის მთავრობა ამ პროექტში ჩართულია 15 წელზე მეტია და აფინანსებდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სხვადასხვა დარგებს. მიმდინარე წლის თებერვლიდან ჩვენ გავაფართოეთ ეს პროექტი და დავიწყეთ მუშაობა საქართველო სამ რეგიონში - აჭარაში, სამხეთ-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. სამი მიმართულებით მახვილდება ყურადღება, რძის, ხორცისა და თაფლის პროდუქციის საწარმოო ჯაჭვზე, მის განვითარებასა და გაძლიერებაზე", - აღნიშნა რუდოლფ შოხიმ.

მისივე განმარტებით, კიდევ ერთი დარგი, რაზეც სააგენტო მუშაობს, არის მეწყერის საშიშროების გამო უბინაოდ დარჩენილი ადამიანების დახმარება. "კიდევ ერთი საქმიანობა, რომელსაც ვახორციელებთ, ეს არის საბინაო პროგრამა იმ ადამიანებისთვის, ვინც იძულებული იყო დაეტოვებინა საკუთარი სახლები მეწყერის საშიშროების გამო, რადგან მათი სახლები მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს", - აღბნიშნა რუდოლფ შოხიმ.

პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ფოტოგამოფენა, რომელიც მიეძღვნა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს სამხრეთ კავკასიაში საქმიანობის 15 წლისთავს. წარმოდგენილი ფოტომასალა და ფილმები ამიერკავკასიაში ორგანიზაციის მუშაობას აღბეჭდავს.