რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის სიახლოვეს, ოსური მხარის კონტროლირებად სოფელ ქვემო იკორთის განაპირას, რუსმა ფორმიანება, იკორთაში მცხოვრები ცოლ-ქმარი , კახა ყაზიშვილი და ზინა ნატრიაშვილი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არცევის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სოფელში მცხოვრები ცოლ-ქმარი სოფელ ქვეშში ახლო ნათესავების მონახულებას ცდილობდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, აღნიშნულ სოფლებს შორის მავთულხლართები ან სხვა სახის გამყოფი ბარიერები არ არსებობს. ქვეშის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ე.წ. მესაზღვრეები უფრო აქტიურად გადაადგილდებიან.