საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ 2015 წელს ასაკობრივი პენსია გაიზრდება. მინისტრის ინფორმაციით, პენსიის ზრდა დაგეგმილია 2016 წლისთვისაც.
„2015 წელს მოხდება პენსიის ზრდა. რა მოცულობით, ეს ცნობილი გახდება უახლოესი 2 თვის განმავლობაში", - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.
ხადურის თქმით, დეკემბრის ბოლომდე ვიდრე პარლამენტი მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტს დაამტკიცებს, პენსიების მოცულობის კონკრეტული მაჩვენებელი მასში ასახული იქნება.