მხარეებმა საქართველო-შვედეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) სტრატეგიით გათვალისწინებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ ევროპასთან, დასავლეთ ბალკანეთთან და თურქეთთან რეფორმების სფეროში შვედეთის მთავრობის სტრატეგიას 2014-2020 წლებისთვის.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ შვედეთი საქართველოსთან თანამშრომლობს და პროექტებს აფინანსებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: დემოკრატიული მმართველობის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა.
მანვე მადლობა გადაუხადა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარტინა ქუიქს ევროინტეგრაციის პროცესებში საქართველოს მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გამო.