რიჩარდ ნორლანდი - აშშ საქართველოს ყველა მთავრობასთან თანამშრომლობს, ეს არ შეცვლილა და არც შეიცვლება

რიჩარდ ნორლანდი - აშშ საქართველოს ყველა მთავრობასთან თანამშრომლობს, ეს არ შეცვლილა და არც შეიცვლება

ამერიკის შეერთებული შტატები თანამშრომლობს საქართველოს ყველა მთავრობასთან, ეს არ შეცვლილა და არც შეიცვლება, - ამის შესახებ რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" მმართველობის ორი წლისთავის შეფასებისას განუცხადა. 

"24 წელია მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელახლა მოიპოვა დამოუკიდებლობა, ამერიკის შეერთებული შტატები თანამშრომლობს საქართველოსთან, მის ყველა მთავრობასთან იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში სტაბილურობას, კეთილდღეობას, უსაფრთხოებას", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა და დასძინა, რომ ეს არ შეცვლილა და ამ თანამშრომლობის შეცვლა არც იგეგმება.

აღნიშნული კომენტარი აშშ-ს ელჩმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გააკეთა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების 100-მდე წარმომადგენელს ხვდება.