მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლების გააქტიურებაზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ორი ქვეყნის პარლამენტთაშორისი თანამშრომლობისა და მეგობრობის ჯგუფების ურთიერთობების გააქტიურებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
გალუსტ საჰაკიანის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობა სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროში პოზიტიური მიმართულებით ვითარდება.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.