"ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" სირია-თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ კობანეს სამი რაიონი დაიკავეს. "ბიბისის" ინფორმაციით , ისლამისტმა "ბოევიკებმა" სახლებსა და გორაკებზე შავი დროშები გამოფინეს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, კობანეში "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" შესვლის შემდეგ 2 ათასამდე მოსახლემ ქალაქი დატოვა. საერთო ჯამში, ქალაქიდან იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა 160 ათას სირიელს შეადგენს, რომელთა შორის ძირითადად ქურთები არიან.
"თუ ასე გაგრძელდება და კობანეს მცხოვრებლებს და ქურთ მებრძოლებს საერთაშორისო და სამხედრო დახმარება არგვექნება, "ისლამური სახელმწიფო" ქალაქზე კონტროლს მთლიანად დაამყარებს", - განაცხადა ქურთთა რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენელმა აშშ-ში კარვან ზებარიმ.