ერისთავის საჩივრის საფუძველზე პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ერისთავის საჩივრის საფუძველზე პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

აღნიშნულის შესახებ საუბარია პროკურატურის განცხადებაში, რომელიც თენგო ერისთავისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლას ეხება.

აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლოში დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ თენგიზ ერისთავს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა.

"ბრალდების მხარემ მიიჩნია,  რომ  საგამოძიებო პროცესი დასკვნით ეტაპზეა, დაკითხულია მოწმეები, ჩატარებულია სასამართლო ქიმიური ექსპერტიზა და ბრალდებული ამ ეტაპზე ვეღარ იქონიებს გავლენას  და ვერ შეუშლის ხელს გამოძიების ობიექტურად წარმართვას. ასევე გათვალისწინებული იქნა, რომ ბრალდებულს ჰყავს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი.

ცნობისთვის, თენგიზ ერისთავი სამართალდამცველებმა  2014 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას შვიდი მთლიანი აბი და 24 აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. იგი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით იქნა მიცემული და მიმდინარე წლის 18 სექტემბერს აღკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრებაშეერჩა.

„ასევე გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პროკურატურაში თენგიზ ერისთავის ადვოკატების საჩივრის საფუძველზე დაიწყო გამოძიება პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.