მსოფლიოში ინფლაციის დაბალ მაჩვენებელთან ბრძოლა კვლავ უპირველეს საკითხად რჩება. ქვეყნები ვერ ახერხებენ დაარეგულირონ იგი წლიურ 2 პროცენტიან ზღვრამდე, რომელიც ნიშნავს ეკონომიკის ნორმალურ განვითარებას. ყველაზე რთული სურათია ევროზონაში, სადაც შეინიშნება დეფლაციის საფრთხეები.
კერძოთ, ბოლო მონაცემის მიხედვით წლის მაჩვენებლმა 0.4 პროცენტიდან კვლავ დაიკლო და შეადგინა 0.3 პროცენტი. ამასთან კვების პროდუქტებზე ფასები გაიზარდა 0.2 პროცენტით, ხოლო ენერგომატარებლებზე საგრძნობლად შემცირდა - 2.4 პროცენტით. შესაბამისად თუ ევროპის ცენტრალური ბანკი არ განახორციელებს განსაზღვრულ ღონისძიებებს, რეგიონს ძალიან გაუჭირდება ზღვრულ დონემდე ინფლაციის დარეგულირება. ღონისძიებაში იგულისხმება ფულის ბეჭდვის პროცესიც.
რაც შეეხება რეგიონის ცალკეულ ქვეყნებს, საფრანგეთში მაჩვენბელმა ისევ დაიკლო და შეადგინა 0.4 პროცენტი, ხოლო გერმანიაში იგი არ შეცვლილა და კვლავ დაფიქსირებულია 0.8 პროცენტზე.
ამ ინფორმაციების ფონზე კი ევრო დასუსტდა დოლართან მიმართებაში და ამჟამად ვაჭრობა მიმდინარეობს 1.2630 ნიშნულთან.
1.10.2014 - ბაზრების მიმოხილვა
„ადმირალ მარკეტსის“ ტრეიდერებს და ფორექსით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთდღევანდელი ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას. დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან:
იაპონური იენის ფასმა დაიკლო 0.15 პროცენტით. წყვილზე ვითარდება აღმავალი მოძრაობა.მისთვის წინაღობებს წარმოადგენს 109.5 და 110 ნიშნულები. ამჟამად ვაჭრობა მიმდინარეობს109.7 ნიშნულთან.
ფუნტ სტერლინგის ფასმა დაიკლო 0.2 პროცენტით. წყვილზე განვითარებულია დაღმავალი მოძრაობა. მისთვის წინაღობებია 1.615 და 1.623 ნიშნულები. ამჟამად ვაჭრობა მიმდინარეობს1.618 ნიშნულთან.
ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:
ოქროზე ფასმა დაიკლო 0.4 პროცენტით და ვაჭრობა გააგრძელა 1206 ნიშნულთან, ხოლო ვერცხლზე ფასმა დაიკლო 0.3 პროცენტით და ვაჭრობა მიმდინარეობს 17 ნიშნულთან.
ნავთობზე დღეს ფასმა მოიმატა 0.35 პროცენტით და ბარელზე შეადგენს 91 დოლარს და 48 ცენტს.