„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ" „ნაციონალური მოძრაობა" გააცოცხლა და სამარცხვინოა ის, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში საუბარია იმ ადამიანების პოლიტიკურ დევნაზე, რომლებსაც „დატერორებული ჰყავდათ საქართველო".
"რეზოლუციით ნათლად გამოჩნდა, რომ "ნაციონალები" მუშაობენ. "ქართულ ოცნებას" რომ კარგადემუშავა, ვისაც დანახვა არ უნდოდა, ისინიც იძულებულები გახდებოდნენ, დაენახათ "ნაციონალურიმოძრაობის" ნამდვილი სახე.
დღეს, როდესაც რეზოლუციაში საუბარია იმ ადამიანების პოლიტიკურ დევნაზე, რომელთაცდატერორებული ჰყავდათ მთელი საქართველო და რომელთაც ოფიციალურად აღიარებულიპოლიტპატიმრები ჰყავდათ, ეს არის სირცხვილი. არ მესმის, რატომ აკრიტიკებს "ნაციონალურიმოძრაობა" "ქართულ ოცნებას". ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" ძეგლი უნდა დაუდგას"ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელიც მკვდარი, საფლავში ჩაგდებული ამოათრიეს,"- განაცხადა ბურჯანაძემ.