თუ ეს გადაცემა იქნება იმისთვის,რომ თეთრი შავად მოგვაჩვენოს მაშინ არ მგონია, რომ დიდად საინტერესო იყოს. ეს განცხადება, ჟურნალისტმა ია ანთაძემ ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადების შეფასებიბსას გააკეთა , რომელის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის საავტორო გადაცემა ეთერში უახლოეს მომავალში გავა. ია ანთაძის განცხადებით, მისთვის ყოფილი პრემიერის ეს გადაწყვეტილება არის პოზიტიური, თუმცა მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას აქვს გარკვეული რისკებიც ავტორისთვის. ანთაძის განცხადებით,ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაცემას ნდობა ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადაცემა ასახავს რეალობას.
„ჩემთვის ეს არის პოზიტიური მოვლენა,მე ვიყავი პირველივე დღიდან მომხრე, რომ ესეთი გადაცემა გასულიყო ეთერში. თუმცა არ გამოვრიცხავ რომ ეს დიდი რისკია მისი ავტორისთვის, თუმცა ეს არ არის მშიშარა ადამიანი და ყოველთვის მქონდა იმედი, რომ რაკიღა თქვა და მიიღო ასეთი გადაწყევტილება უკან არ დაიხევდა. რას შეცვლის ეს გადაცემა რა როლს ითამაშებს თვითონ ბიძინა ივანიშვილის კარიერაში, მის რეიტინგში , საზოგადოების მხირადნ მის დამოკიდებულებაში, ამაზე ლაპარაკი ჯერ ძაიან ადრეა იმიტომ, რომ მე არ ვიცი რა შინაარსის გადაცემა იქნება. გადაცემის ავტორი არის ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი ავტორიტეტი, რა თქმა უნდა მას აქვს შანსი, რომ მისი გადაცემა იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი პროცესების კალაოტის შეცვლის როგორც პოზიტიურის ასევე ნეგატიურის. მე მგონია, რომ ყველაზე დიდი შეცდომა იქნება თუ ის იჯდება ეთერში იმისთვის, რომ ავტორმა აქოს მთავრობა და აკრიტიკოს მედია, ამაზე დიდ შეცდომას ჩემი აზრით ვერ დაუშვებს. ვიღაცას შეიძლება სწორედ ასეთი გადაცემა მოეწონოს. ამ გადაცემას რეიტინგი და ნდობა ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქნება სიმართლის მაუწყებელი. ადამიანებს ასეა თუ ისეა მაინც უყვართ სიმართლის მოსმენა და დღეს ამის დეფიციტია. ამიტომ თუ ეს იქნება გადაცემა რომელიც არ შეალამაზებს რეალობას და გადასცემს ისე როგორც არის იქნება დიდი ნდობის მომტანი და თუ ეს გადაცემა იქნება იმისთვის,რ ომ თეთრი შავად მოგვაჩვენოს და შავი თეთრად, მაშინ არ მგონია, რომ დიდად საინტერესო იყოს,“-განაცხადა ია ანთაძემ „პირველ რადიოსთან“ საუბრისას.
309
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85