ახალი სკანდალი - ციხის კადრები და მერაბიშვილი

ახალი სკანდალი - ციხის კადრები და მერაბიშვილი

„ბედუკაძის არქივიდან“ ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ პოლიტიკურ და მედია წრეებში ციხის სკანდალური კადრების თემა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური და ამასთან დაკავშირებით არა ერთი სკანდალური განცხადება გაკეთდა და ვარაუდიო გამოითქვა. ერთ-ერთი სკანდალური განცხადების ავტორი ადვოკატი ვალერი გელბახიანია, მისი თქმით ბედუკაძის მიერ ციხის კადრების გასაჯაროებით ქვეყანაში მოვლენები დაჩქარდა. როგორც გელბახიანი ამბობს თავდაპირველად ის ფიქრობდა, რომ კადრების სააშკარაოზე გამოტანა ბედუკაძის კეთილი ნება იყო, თუმცა შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი გახდა კითხვები, რატომ მიიღო ბედუკაძემ ეს გადაწყვეტილება და რამ აიძულა მას გადაედგა ეს ნაბიჯი. გელბახიანი ამბობს, რომ შეკითხვას იყო თუ არა ეს გარიგება, თავად ბედუკაძემ უნდა გასცეს პასუხი. გელბახიანი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ვანო მერაბიშვილი პირადად დაუკავშირდა ბედუკაძეს, გელბახიანის თქმით თუ ვინმეს აწყობდა ამ კადრების გავრცელება ეს მხოლოდ, მერაბიშვილი იყო, უბრალოდ მოგვიანებით მერაბიშვილი უძლური გახდა და პროცესები ვეღარ შეაჩერა. გელბახიანი ამბობს, რომ მერაბიშვილს უნდოდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური მოწინააღმდეგე, პირველ რიგში ახალაიების დაჯგუფება მოეშორებინა.

„თუ ვინმეს აწყობდა ახალაიას გადაყენება ეს სწორედ მერაბიშვილი იყო... მერაბიშვილმა შესაძლოა უბრალოდ მასშტაბები ვერ გათვალა, რა შეიძლებოდა მოყოლოდა პროცესს, ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ ვანო მერაბიშვილი შორსმჭვრეტელი არ ყოფილა, ის ამდენს ვერ გათვლიდა და შესაბამისად უკვე მოგვიანებით ვეღარ შეძლო სიტუაციის გაკონტროლება... უბრალოდ მოგვიანებით პროცესებმა ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ მერაბიშვილი უძლური გახდა და პროცესები ვეღარ შეაჩერა, რაც მათთვის, პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობისთვის დამღუპველი აღმოჩნდა... მერაბიშვილს უნდოდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის წინ კომპრომატებით ჩამოეშორებინა შიდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, პირველ რიგში ახალაიების დაჯგუფება, ამიტომ ის ერთი ხელის მოსმით ორ საქმეს გააკეთებდა, მაგრამ არ მოხდა ისე როგორც ელოდა ის სავარაუდოდ სიტუაციის განვითარებას“- განუცხადა „პრაიმ თაიმს “ ვალერი გელბახიანმა