ქართული ფეხბურთის მშენებლობა ფუნდამენტიდან არის დასაწყები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ქართული ფეხბურთის განვითარების მიზნით, სახელმწიფო ფეხბურთის განვითარების ფონდის შექმნაზე მუშაობს.
"პრობლემა, რომელიც დღეს ქართულ ფეხბურთში არსებობს, მხოლოდ საქართველოს ნაკრების პრობლემა არ არის. ყველაფერი თავიდან, ნულიდან არის გასაკეთებელი. ფეხბურთის მშენებლობა ფუნდამენტიდან უნდა დავიწყოთ. მდგომარეობა, რომელშიც ქართული ფეხბურთი იმყოფება, ძალიან მძიმეა. სახელმწიფო მუშაობს ფეხბურთის განვითარების ფონდის შექმნაზე. ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრი პირადად არის ჩართული და აქტიურად მუშაობს. გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ ფეხბურთის აღორძინების მიზნით განხორციელდეს ინვესტიციები და შეიქმნას სათანადო ინფრასტრუქტურა", - აღნიშნა კახა კალაძემ.