იუსტიციის სამინისტრო ბიუჯეტში დამატებით 2,5 მილიონი ლარის გამოყოფას ითხოვს

იუსტიციის სამინისტრო ბიუჯეტში დამატებით 2,5 მილიონი ლარის გამოყოფას ითხოვს

იუსტიციის სამინისტრო 2015 წლის ბიუჯეტში დამატებით 2,5 მილიონი ლარის გამოყოფას ითხოვს.

როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, ეს თანხა განსაზღვრულია ორი ძირითადი მიზნისთვის: ეს არის ეროვნული არქივისთვის და ქართული კანონმდებლობის ინგლისურად თარგმნისა და ევროპული დირექტივების ქართულად თარგმნისთვის.

"ის ბიუჯეტი, რომელიც მე წარვადგინე ფინანსთა სამინისტროში, არის პრინციპში ჩვენი სისტემისთვის დამაკმაყოფილებელი, თუმცა, დამატებით ჩვენ 2,5 მილიონ ლარს ვითხოვთ, ორი ძირითადი მიზნისთვის: პირველი ეს არის ვალდებულება იმის, რომ სახელმწიფომ იზრუნოს ეროვნულ საგანძურზე, ეროვნულ არქივზე, ჩვენ არქივს სჭირდება რეგიონული ლობისტი ქუთაისში, მეორე კი არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. სჭირდება ყველა ევროპული დირექტივის ქართულად და ქართული კანონების ინგლისურად თარგმნა. ამას სჭირდება თარჯიმნები, ფართო სამუშაოები და თანხები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.