თეა წულუკიანი ზვიად ჯანყარაშვილს წარმატებას უსურვებს

თეა წულუკიანი ზვიად ჯანყარაშვილს წარმატებას უსურვებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ზვიად ჯანყარაშვილს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე წარმატებას უსურვებს.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანყარაშვილს ამ თანამდებობაზე დიდი შრომა ელის.

"თუ პარტიამ გადაწყვეტილება მიიღო, ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, არის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, მე არ მეკუთვნის ამ თემის კომენტირება, მე მხოლოდ დიდ წარმატებას ვუსურვებ ზვიად ჯანყარაშვილს, რადგან მას ამ თანამდებობაზე ძალიან დიდი შრომა ელის", – აღნიშნა თეა წულუკიანმა.