ჩვენი სურვილია, სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები იყოს ურთიერთშედეგიანი და სასარგებლო

ჩვენი სურვილია, სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები იყოს ურთიერთშედეგიანი და სასარგებლო

ჩვენი სურვილია, რომ მომავალში სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები იყოს ნაყოფიერი, ურთიერთშედეგიანი და სასარგებლო , - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, გალუსტ საჰაკიანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გალუსტ საჰაკიანის შეფასებით, დავით უსუფაშვილთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო. "ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში ვიზიტით ვიმყოფები. უკვე გავმართე შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელიც ძალიან ნაყოფიერი იყო. იმედი მაქვს, შედეგიან გადაწყვეტილებებს მივიღებთ ურთიერთსასარგებლოდ. ჩვენი სურვილია, რომ ნაყოფიერი, ურთიერთშედეგიანი და სასარგებლო იყოს მომავალში ჩვენი ურთიერთობები. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ უსუფაშვილს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ნაყოფიერი საქმიანობით ბევრ დადებით შედეგს მივაღწევთ", - განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.

გალუსტ საჰაკიანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტაცია ერევანშიც მიიწვია.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი 3 დღეს გაგრძელდება. მხარეები იმედოვნებენ, რომ ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას და პარლამენტებს შორის სამომავლო ურთიერთობებთან დაკავშირებით შეჯერებული გეგმის შემუშავებას შეძლებენ.