რუსეთი მზად არის უკრაინას 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდოს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. უკრაინული მედიის ცნობით , ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნოვაკმა პრემიერ-მინისტრ, დიმიტრი მედვედევთან შეხვედრისას განაცხადა.
ალექსანდრე ნოვაკის თქმით, "გაზპრომი" "ნაფტოგაზს" 5 მილიარდი კუბომეტრის გაზს მიაწვდიას take-or-pay სისტემით, შემდეგ კი დამატებით 5 მილიარდ კუბომეტრს, თუმცა არა ამ სისტემის, არამედ დამატებითი განაცხადის სისტემით.
"უნიანის" ინფორმაციით, როგორც მანამდე რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა უკრაინისთვის ბუნებრივი აირის ახალ მიწოდებაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო, ვიდრე უკრაინა წინა დავალიანების ნაწილს მაინც არ გაისტუმრებდა.