"ქართული ოცნების" ოფისში დღეს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.
სხდომაზე პოლიტსაბჭო, სავარაუდოდ, ზვიად ჯანყარაშვილის პარტიის აღმასრულებელ მდივნად დანიშვნის საკითხზე იმსჯლებს.
"ქართულ ოცნებაში" ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დაადასტურეს, რომ ჯანყარაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი განიხილებოდა, თუმცა პარტიის წარმომადგენლები საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილის დაბრუნებას ელოდებოდნენ, რომელიც აშშ-ში იმყოფებოდა.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა 20:00 საათზეა დანიშნული. მას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.