საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანა შესაძლოა საზღვაგარეთ საელჩოებისთვის შენობის შეძენის შემთხვევაში მოითხოვოს.
სხვა მხრივ კი, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა ის მოთხოვნა, რომელიც საგარეო უწყებას ჰქონდა.
"ჩვენი მოთხოვნები, რაც გვქონდა 2015 წლის ბიუჯეტის მიმართ, ძირითადად არის დაკმაყოფილებული. ჩვენ მივიღეთ ის, რაც გვინდოდა. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია უფრო მეტი, რადგანაც მოგეხსენებათ ახალი მთავრობის პოლიტიკა არის გააგრძელოს საელჩოების შესყიდვა საზღვარგარეთ. ამ ეტაპისთვის ჩვენ არა გავქვს ჯერჯეობით შერჩეული არც ერთი ობიექტი, რომლეზეც შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს ან ხვალ ვიყიდით. მაგრამ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და თუკი გამოჩნდება ხელსაყრელი ობიექტი, რომელიმე ქვეყანაში, სადაც საელჩო არ გვაქვს, ეს იქნება ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ შეიძლება მთავრობას ვთხოვოთ ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებების შეტანა, იმისთვის, რომ მოვახერხოთ ასეთი შენობის შეძენა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ სხვა მხრივ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფაქტობრივად, 100%-ით დაუკმაყოფილდა ის მოთხოვნები, რაც ჰქონდა.
"შესაბამისად, ჩვენი ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ყველა პირობა არის შექმნილი", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.