საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში იმდენი პოზიტივია ჩამოთვლილი, რომ მასზე ყურადღების გამახვილებით, მასში ასახული ნეგატიური ელემენტები განეიტრალდებოდა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რეზოლუციაში არის ძალიან ბევრი პოზიტიური მომენტი და 100%-ით პოზიტიური რეზოლუცია არ არსებობს. „მასში არის რამდენიმე უარყოფითი მომენტიც, მაგრამ ვისურვებდი, რომ პოზიტიური ელემენტები ფართოდ იყოს წარმოდგენილი საზოგადოებისთვის, როგორც უარყოფითი ელემენტების გაჟღერება ხდება ხოლმე. კრიტიკა აბსულუტურად ნორმალური რამ არის მსგავსი სახის დოკუმენტებში. იქ იმდენი პოზიტივია ჩამოთვლილი, რომ მასზე ყურადღების გამახვილებით განეიტრალდებოდა თუ არა, დაიჩრდილებოდა ის ნეგატიური ელემენტები, რომელზეც თქვენ საუბრობთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ. საგარეო უწყების ხელმძღვანელი სამინისტროში ლატვიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა.