„იმედი მაქვს, ნატო-ს ახალი გენერალური მდივნისგან მეტ კონკრეტიკას მოვისმენთ“

„იმედი მაქვს, ნატო-ს ახალი გენერალური მდივნისგან მეტ კონკრეტიკას მოვისმენთ“

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ ალიანსის ახალი გენერალური მდივანი ისეთივე კეთილგანწყობილია ნატო-ს მეზობელი ქვეყნებისადმი, როგორიც მისი წინამორბედი იყო.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს გენერალური მდივნის ის განცხადება, სადაც იგი ამბობს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შეუძლიათ ჰქონდეთ ნატო-ს იმედი და რომ ისინი დაცულები იქნებიან. ნატო-ს გენმდივნის დადებითი განწყობა აღმოსავლეთის პარტნიორობის მიმართ, მათ შორის რა თქმა უნდა, საქართველოც იგულისხმება, ძალიან კარგია. ჩვენ მასთან შეხვედრის საშუალება ჯერ არ გვქონია. იმედი მაქვს, რომ ეს საშუალება მალე მოგვეცემა და უფრო მეტ კონკრეტიკას მივიღებთ ნატო-ს ახალი გენმდივნისგან“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.