კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება, რომელზეც მხარეებს მოუსმინეს.
დათა ახალაიას ინტერესების დაცველის ინფორმაციით, მომდევნო პროცესი ოთხშაბათისთვის ჩაინიშნა, სადაც მოსამართლე კუდ-ის ყოფილი უფროსის საქართველოში ექსტრადირების საკითხზე სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.
დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას, გირაოს სახით, 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. საქართველოში დათა ახალიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.