ორგანიზაცია "მოქალაქის" პროექტების მიზანი ის არის, რომ ახალგაზრდები უფრო აქტიურები იყვნენ სახელმწიფოს აღმშენებლობაში. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ორი პროექტის – "სტუდენტები თვითმმართველობისათვის" და "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" – პროექტების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ არ უნდა ვიყოთ მოწმეების როლში და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველამ, პირველ რიგში, ახალგაზრდებმა უნდა გაითავისონ ეს, რომ ეს მათი სამშობლოა, მათი ქვეყანაა და ეს პირველ რიგში მოითხოვს სახელმწიფოს კარგ ფუნქციონირებას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, თავისი წილი პასუხისმგებლობა თითოეულმა მოქალაქემ უნდა აიღოს და კარგი იქნება ამას სკოლის მერხიდანვე თუ შევეჩვევით.