„თუ გვინდა ჩვენი ქვეყნის წარმატებით ვიამაყოთ, სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ“

„თუ გვინდა ჩვენი ქვეყნის წარმატებით ვიამაყოთ, სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ“

როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ორგანიზაცია „მოქალაქის“ 2 პროექტის მიზანი ახალგაზრდების გააქტიურებაა.

„თუ გვინდა ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნის წარმატებით, მაქსიმალური ჩართულობა და მონაწილეობა უნდა მივიღოთ სახელმწიფოს მართვაში. ამას ეფუძნება ეს 2 პროექტი. გვინდა ჩვენი საზოგადოების ყველაზე საინტერესო ნაწილი გავააქტიუროთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, რამდენად აქტიურია დღეს ორგანიზაცია „მოქალაქე“, ივანიშვილი პასუხობს, რომ ამაზე პასუხი საზოგადოებამ და მედიამ უნდა გასცეს.

რაც შეეხება თავად პროექტების ბიუჯეტს, რომელთა პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, ივანიშვილის თქმით, „არც ერთი მათგანი ერთ მილიონ ლარზე ნაკლები არ ჯდება“.

„ბიუჯეტი არ არის შეზღუდული, მაგრამ არც გადაჭარბება შეიძლება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ორგანიზაცია „მოქალაქის“ 2 პროექტის - „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ და „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ პრეზენტაცია გაიმართა.