ბიძინა ივანიშვილის საავტორო გადაცემა ეთერში ახალ წლამდე გავა

ბიძინა ივანიშვილის საავტორო გადაცემა ეთერში ახალ წლამდე გავა

როგორც „მოქალაქის“ დამფუძნებელმა, ორგანიზაციის 2 პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა, გადაცემის დეტალებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„როგორც იცით, ვამზადებ ტელეპროექტს. დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ დაზუსტებული არ გვაქვს. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ამ პროექტით მე გამოვჩნდები და ვიქნები აქტიური, კვირაში ერთხელ მაინც“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კითხვას, იქნება თუ არა მისი თანაწამყვანი, ჟურნალისტი ეკა ბერიძე, ბიძინა ივანიშვილმა არ უპასუხა.