ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პროექტს, რომლის მიზანიც მედიის წარმომადგენლების გადამზადება იყო, სათანადო ყურადღება არ მიექცა.
„ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი, თუმცა კონკურსიც არ იყო - განცხადებების მიღება, მაგრამ ჟურნალისტების მხრიდან აქტიურობა არ ყოფილა. ძალიან ცოტა ნაწილმა მოისურვა. ეს იყო ჩვენი პირველი პროექტი და საკმაოდ ფართოდ გაშუქდა. როგორც ვიცი, გრძელდება ანალიტიკოსების მომზადების პროცესი, მაგრამ ჟურნალისტების მხრიდან აქტიურობა არ გამოვლენილა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.