ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დიფერენცირებული გეგმა პარლამენტშია გადაგზავნილი, რომელიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის პენსიის ზრდას ითვალისწინებს.
„2015 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 92 მილიონით გაიზარდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში საპენსიო ასაკში სიკვდილიანობა შემცირდა. პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა საქართველოში. გაზრდილი ბიუჯეტი ძირითადად მოხმარდება სოციალურ მიმართულებებს, როგორიც არის ასაკობრივი პენსია და გაზრდილი სოციალური დახმარება. პენსიებთან მიმართებაში ერთობლივად შემუშავებულია გეგმა, რომელიც საპარლამენტო განხილვას გადის. გეგმა არის დიფერენცირებული, რომელიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის პენსიის ზრდას ითვალისწინებს“, - განაცხადა სერგეენკომ.