რესპუბლიკა კაზანტიპის

რესპუბლიკა კაზანტიპის "პრემიერ-მინისტრი" რეისიდან მოხსნეს

კაზანტიპის რესპუბლიკის ე.წ. "პრემიერ-მინისტრი" არტემ ხარჩენკო საქართველოდან არ გაუშვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხარჩენკო თბილისის აეროპორტში რეისიდან მოხსნეს. როგორც გამოცემის ჟურნალისტი იუწყება, მას სისხლის სამართლის საქმეზე ჰკითხავენ, რომელიც მის ფინანსურ დავალიანებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ კაზანტიპის ფესტივალის ფინანსურ წარუმატებლობაზე ნიკიტა მარშუნოკმა განცხადება ჯერ კიდევ კაზანტიპის მიმდინარეობისას გააკეთა და აღნიშნა, რომ ფესტივალს 4 მილიონი დოლარი შეუვიდა, თუმცა მოგებაზე ლაპარაკიც კი გამორიცხულია. არტემ ხარჩენკოს რეისიდან "მოხსნასთან" დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია შინაგან საქმეთა სამინისტროს.