დაპირისპირება ქუთაისში - გარდაცვლილი გოჩუაძის მამიდა შეუძლოდ გახდა

დაპირისპირება ქუთაისში - გარდაცვლილი გოჩუაძის მამიდა შეუძლოდ გახდა

ხმაური ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. რამდენმე დღის წინ მოკლული 22 წლის მირზა გოჩუაძის პროცესზე, გარდაცვლილის ახლობლებმა, მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლო პროცესის დაწყებამდე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ლაშა ჯიხვაშვილის მისამართით სხვადასხვა ნივთები ესროლეს. ხმაურის გამო მანდატურებმა რამდენიმე ადამიანს პროცესი დაატოვებინეს. სხდომის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა მირზა გოჩუაძის მამიდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამის გამო პროცესი 5 წუთით შეჩერდა, თუმცა ამ დროისთვის ბრალდებული პოლიციელის საქმის განხილვა განახლდა.

ბრალდებულის ადვოკატის, თეიმურაზ ბუცხრიკიძის განცხადებით, ისინი აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს მოითხოვენ, პროკურატრურა კი პატიმრობას ითხოვს. ლაშა ჯიხვაშვილს ბრალი იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტების მუხლით წაუყენეს. შემთხვევა ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე სამი დღის წინ მოხდა. დევნის ოპერაციის დროს პოლიციელმა 22 წლის მირზა ბუჩუაძეს ესროლა, რომელიც მიღენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა სასურსათო მაღაზიის გაქურდვა. პოლიციამ ეჭვმიტანილად ბუჩუაძე მიიჩნია და ცეცხლი გაუხსნა. დაღუპულის ოჯახი პოლიციელისთვის მაქსიმალურ სასჯელს ითხოვს. დაკავებული პოლიციელი დანაშაულს არ აღიარებს.