საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საქართველოში ებოლას ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, საზღვრის კვეთისას მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეებზე ეპიდმეთვალყურეობა ხდება.
გარდა ამისა, როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ყველა ქვეყანასთან ერთად საქართველომაც მიიღო კონკრეტული სამოქმედო გეგმა თუ როგორ უნდა მოიქცეს ებოლას ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში.
"ებოლას ეპიდემია, რომელიც დასავლეთ აფრიკაში არის გავრცელებული, გამოცხადდა გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ყველა სახელმწიფომ მიიღო კონკრეტული დავალება და სამოქმედო გეგმა, რომ ჰქონდეს მზადყოფნა, თუ ასეთი დაავადება დაფიქსირდება. გამონაკლისი არც საქართველოა. საქართველო აქტიურად მონაწილეობას გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების კონცეფციაში და შესაბისად, ჩვენც, ჩვენი სამოქმედო გეგმა წარვადგინეთ, ანუ საჭიროების შემთხვევაში, როგორ გავაკეთოთ მაქსიმალურად დაცვა. იმედია, ეს არ დაგვჭირდება", - აღნიშნა მინისტრმა.