„არც მე, არც ჭარბაძეს, არც მეგის ქარდავას, პატიმრებისთვის ხელი არ დაგვირტყამს“

„არც მე, არც ჭარბაძეს, არც მეგის ქარდავას, პატიმრებისთვის ხელი არ დაგვირტყამს“

ბაჩო ახალაიამ სასამართლოს 2006 წელს ციხეში განვითარებული მოვლენების შესახებ ჩვენება მისცა.

მისი თქმით, 27-28 წლის იყო, როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, გამოცდილება ჰქონდა ნოლი და ასევე, არასდროს ჰქონია შეხება ოპერატიულ ინფორმაციასთან.

ახალაიას თქმით, მოდიოდა ინფორმაციების ნაკადი, მათ შორის, კი ერთ-ერთი ახალაიამ მნიშვნელივნად ჩათვალა, რადგან საქმე ეხებოდა ციხიდან უკვე განაქცევ ადამიანს. ახალაიას თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მან საქმის კურსში მინისტრი ჩააყენა, თუმცა ამ უკანასკნელმა ახალაია შსს-სკენ გადაამისამართა. ახალაიას თქმით, ეს ყველაფერი შსს-მ ჩაატარა.

„პატიმრების გადაყვანა მოხდა ჩვეულებრივად. წამოიყვანა სპეცრაზმმა და ბადრაგმა და მე-7 დაწესებულებაში შეასახლეს ისინი“, - განაცხადა ახალაიამ.

მისივე თქმით, ის, თუ რომელი პატიმრები უნდა გადაეყვანათ ერთი დაწესებულებიდან მე-2-ში, ეს თავად ციხის დირექტორმა დაასახელა. მან დაასახელა ის პატიმრები, ვინც სიტუაციას ურევდნენ ციხეში.

ახალაიას თქმით, გადაყვანის დროს პატიმრებმა დაიწყეს ცოტა ხმაური, რა დროსაც ის შეგნებულად წამოვიდა ციხიდან და პატიმრების გადაყვანას მე-7 დაწესებულებაში დაელოდა. ახალაიას თქმით, პატიმრების გადაყვანა მოხდა ზეპირი განკარგულების საფუძველზე და როცა გათენდა და ადმინისტრაციული სამსახური ამუშავდა, ეს გადაყვანა მაშინ გაფორმდა.

„არც მე, არც რეზოს, არც მეგისის, არც სხვა თანამშრომელს, პატიმრებისთვის ხელი არ დაგვირტყამს. ეს ვინმეს აზრადაც რომ მოსვლოდა, იყო შეუძლებელი. იქვე ჩაქოლავდნენ. ხელის დარტყმა იყო გამორიცხული. ვინმეს რომ გაებედა ხელის დარტყმა, იქედან ვერ გამივიდოდით. ჩვენ თუ დავარტყამდით, ისინი არ დაგვარტყამდნენ, როგორ გგონიათ?"- განაცხადა ახალაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წელს ნავთლუღში ჩატარებულ სპეცოპერაციას და პარალელურად რუსთავის ციხეში განვითარებულ მოვლენებს. პროცესს ბრალდებულები ბაჩო ახალაია, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი ესწრებიან. კიდევ ერთი ბრალდებული მეგის ქარდავა მიმალვაშია.