„ჩემი მეუღლის ძმისთვის არ შემიქმნია კარგი პირობები და ვიღაც ნაძირლებს შევუქმნდი?

„ჩემი მეუღლის ძმისთვის არ შემიქმნია კარგი პირობები და ვიღაც ნაძირლებს შევუქმნდი?"

აღნიშნულის შესახებ ბაჩო ახალაიამ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რაც გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირებისთვის პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნას ეხებოდა.

„ჩემი მეუღლის ძმა იჯდა მე-8 საპყრობილეში და იმისთვის არ შემიქმნია პირობები და ვიღაც ნაძირლებს რატომ შევუქმნიდი?! ამის არც სურვილი მქონდა და არც საშუალება", - განაცხადა ახალაიამ.

რაც შეეხება იმას, ისხდნენ თუ არა ერთად სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები, ახალაიას თქმით, იგი მე-7 დაწესებულებას სტუმრობდა და იქ ვინც იყო, ყველა ჰყავს ნანახი.

„ხშირად  დავდიოდი და ვათვალიერებდი, რადგან ნდობის ხარისხი ციხის თანამშრომლების მიმართ იყო დაბალი. მე რაც ნანახი მაქვს, ისინი ცალ-ცალკე ისხდნენ. ჟურნალისტებიც კი მყავდა შეყვანილი, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ისინი ისხდნენ ერთად და მე ჟურანლისტები შევიყვანე, რათა ენახათ", - განაცხადა ახალაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ახალაიას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად მუშაობის პერიოდს. პროკურატურის ცნობით, ბაჩო ახალიას ბრალი სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებისთვის ციხეში პრივილეგირებული პირობების შექმნაში ედება.