საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა იმ თემებზე ისაუბრა, რომლის განხილვას ქართული მხარე ჟენევაში გეგმავს.
"არ არის გამორიცხული, რომ ისე როგორც წინა რაუნდის დროს, გარკვეული დესტრუქციული ქმედებები იყოს და ერთგვარად, ფორმატის შეცვლის მცდელობა მოხდეს. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ფორმატი შევინარჩუნოთ, ანუ ჟენევის დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი მთავარი საკითხი, რაც არის ძალის არგამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, იყოს განხილული",-განაცხადა ზალკალიანმა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 29-ე რაუნდი 7-8 ოქტომბერს გაიმართება.
ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებებზე ენგურის ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილების საკითხს დააყენებს.